სასწავლო პროექტი

სასწავლო   ექსკურსია ქუთაისში

პროექტის თემა: ძეგლების  დათვალიერება-გაცნობა (გელათი,  მოწამეთა,  სათაფლია.) 

პროექტის   აქტუალობა:  1. ისტორიული   ძეგლების  მნიშვნელობა  ქართული  სულიერების   წინაშე. (მოწამეთა  როგოც ქრისტიანობისათვის წამებული  ძმების    დავითისა  და კონსტანტინეს  უკვდავსაყოფად,    გელათის,   როგორც  დავით   აღმაშენებლის    ღვაწლითა    და    რუდუნებით  აგებული   შუა საუკუნების   უდიდესი     საუკუნეების    უდიდესი საგამანათლებლო  კერა,  სათაფლია –  კი  საოცრება     უნიკალური  გამოქვაბული).

პროექტის  მიზანი:   ქართველი   ერის     ისტორიული  წარსულის  გახსენება,  მისი    საუკეთესო    შვილების    ბრძოლა  მამულისა  და  სარწმუნოების  დასაცავად.   დავით  IV  აღმაშენებელის   ღვაწლი     ქართველი  ხალხისა    და ქართული  კულტურის   წინაშე.

მონაწილეთა  ასაკი: 10–11 წელი.

მოსალოდნელი   შედეგი,   პროდუქტი,  რაც   შეიძლება   შეიქმნას:
1. ინფორმაციის  შეგროვება    დახარისხება
2. ექსკურსიაზე  ქცევის   წესები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:     ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, საჭირო  ლიტერატურა,  ადამიანური    რესურსები:    მძღოლი,   მშობელი.

პროექტის   მსვლელობა:  ექსკურსის   დროს   მოსწავლები   დაათვალიერებს გელათის   მონასტერს  რომელიც   მდებარეობს  ქუთაისთან, მდინარე   წყალწმინდას    ხეობაში   იმის  გამო, რომ  გელათის    სახელწოდება  წარმოიქმნება   ბერძნული    სიტყვისაგან    ‘’გენათისაგან“ რაც   ნიშნავს   დაბადებას. იგი   აშენებულია  ღვთისმშობელ   მარიამის  დაბადების  სახელობაზე. მონასტერი  დაარსა  დავით  აღმაშენებელმა  XII სააუკუნეის  დასაწყისში.   რომელიც   აქვეა  დასაფლავული  მონასტრის  კარებთან. 
წყალწმინდის   ხეობაშივე    დაათვალიერეს  მოსწავლეებმა  მოწამეთას  მონასტერი, რომელიც  აგებულია  ორი   წმინდანი   დავითისა და კოსტანტინეს  უკვდავსაყოფად.


  ისინი  მურმან   ყრუს  შემოსევის   დროს  ქრისტიანობის  ერთგულებისთვის  მოწამეობრივად  დაიღუპნენ.  ქართულმა  ეკლესიამ  დავითი  და კოსტანტინე  წმინდანად  შერაცხეს.  

ექსკურსის   ბოლო  მონაკვეთი  იქნება  სათაფლია,  მღვიმე   დერეფნის  ტიპისაა, აქვს  განშტოებები და დარბაზები. მისი საერთო სიგრძე  900 მ–ს აღწევს, მაქსიმალური სიმაღლე 10 მ–ია, სიგანე 12მ. ჰაერისა და წყლის ტემპერატურა აქ წლის განმავლობაში 12–13 გრადუსია. აღმოაჩინა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა. მღვიმის შესასვლელთან აღმოჩენილია დინოზავრის 200– მდე ნაკვალევი.
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ბუნებისმცოდნეობა.

პროექტის  ხელმძღვანელი:  ქეთევან  დოლიძე.
   
ხელმძღანელის  ელ ფოსტა: qetevandolidze5@gmail.com